about us

ჩვენ შესახებ

ადვოკატი

ნიკოლოზ ფხალაძე საადვოკატო ბიურო "ფხალაძე და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი პარტნიორი გახლავთ. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები, ადმინისტრაციული სამართალი.

  • check

    ნიკოლოზი ფლობს ფრანგულ,რუსულ და ინგლისურ ენებს.

  • check

    2015 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში.

ხშირად დასმული შეკითხები

FAQ

როგორ დავრეგისტრირო კომპანია (შპს) საქართველოში?

შპს-ის რეგისტრაცია ხდება სამეწარმეო რეესტრში (იუსტიციის სახლი ან online portal.napr.gov.ge-ზე). საჭირო დოკუმენტებია: პირადობის მოწმობა, წესდება, და სახელმწიფო ბაჟი (100-200 ლარი სიჩქარის მიხედვით). რეგისტრაცია შეიძლება 1 სამუშაო დღეში დასრულდეს.

შრომითი კონტრაქტის გარეშე შეიძლება თუ არა სამსახურიდან გათავისუფლება?

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია 30-დღიანი წინასწარი გაფრთხილება მისცეს ან ერთთვიანი ანაზღაურება გადაუხადოს. გათავისუფლება უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს.

როგორ ხდება ქონების მემკვიდრეობა საქართველოში?

მემკვიდრეობა შეიძლება მოხდეს ანდერძით ან კანონით. კანონისმიერი მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილები, მშობლები (პირველი რიგი). სანოტარო ბიუროში საჭიროა სიკვდილის მოწმობა, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვადა - გახსნიდან 6 თვე.

განქორწინება - რა პროცედურაა საქართველოში?

თუ ორივე მხარე თანახმაა და არ არიან არასრულწლოვანი შვილები - განქორწინება ხდება სამოქალაქო რეესტრში (ადმინისტრაციულად, სასამართლოს გარეშე). თუ დავაა ქონებაზე ან შვილებზე - საქმე განიხილება სასამართლოში. სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ბინის იჯარის ხელშეკრულება - რა უნდა ვიცოდე?

ხელშეკრულება უნდა გაიწეროს წერილობით და სასურველია სანოტარო წესით დამოწმდეს (განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ვადით). მნიშვნელოვანია მიეთითოს: ქირის ოდენობა, გადახდის ვადა, კომუნალურების პირობები, და შეწყვეტის წესი. დარეგისტრირება შესაძლებელია napr.gov.ge-ზე.