რა არის დელიქტი
04.07.2025 - ადამიანი და კანონი
რა არის დელიქტი
„დელიქტი“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სამართლის დარღვევას. სამოქალაქო სამართლის სფეროში სამართლის დარღვევა იწვევს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმეგბლობას, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში აისახება და სამოქალაქო სამართალში დელიქტური ვალდებულების სახით არის ცნობილი.
ზიანი შეიძლება წარმოიშვას, როგორც სახელშეკრულებო, ისე – არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან.
ზოგადად სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება (ზიანის ანაზღაურება) შესაძლებელია, თუ არსებობს შემდეგი სახის გარემოებები:
1) მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
2)ზიანი;
3)მიზეზობრივი კავშირი მოვალის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის;
4) მოვალის ბრალი; ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა, თუ არ არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის, ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი.
ყველაზე ხშირად გავრცელებული დელიქტური ვალდებულების სახეებია:
ავტოსაგზაო შემთხვევებით მიყენებული ზიანი;
ჯამრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი;
მშენებლობისას მეზობლის სახლისთვის მიყენებული ზიანი;
შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი თუ პატრონს შეეძლო უსაფრთხო ნორმების დაცვა და სხვა.
კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ზიანის მიყენებად შეიძლება იგულისხმებოდეს ასევე არაქონებრივი მორალური ზიანი, მაგ. ფიზიკური ტრამვა, რაც ასევე შეიძლება დაექვემდებროს კომპენსირებას. როგორც წესი ზიანის ანაზღაურების დავებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საექსპერტო დასკვნას, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ოდენობას.